სიახლეები

კონფერენცია „სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერა ყველა ბავშვისთვის“

4 დეკემბერი, 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძემ, ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ თანადამფუძნებელ, მაია ბაგრატიონ-გრუზინსკისთან და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელთან, ირმა ხაბაზთან ერთად კონფერენცია „სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერა ყველა ბავშვისთვის“ გახსნა.
ღონისძიებას ასევე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ესწრებოდა.

კონფერენციის მიზანს სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის ახლადდანერგილი მიდგომებისა და მეთოდოლოგიის გაცნობა წარმოადგენდა, რაც სკოლაში ბავშვების ჩართულობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

კონფერენციიის მონაწილეებმა, დარგის საერთაშორისო და ადგილობრივმა სპეციალისტებმა, ერთმანეთს ბავშვთა მხარდაჭერილი ტრანზიციის პირველადი გამოცდილება გაუზიარეს, გააანალიზეს უკვე განხორციელებული პრაქტიკა, შედეგები და გამოწვევები, აგრეთვე, წარადგინეს ტრანზიციის რეგულირების ხედვა და ახლადშემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო.

ღონისძიების ფარგლებში ტრანზიციის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტმა ჯულიეტ ჰენკოკმა საზოგადოებას საქართველოში ბავშვთა სკოლაში ტრანზიციის მხარდამჭერი მექანიზმების ძირითადი აქცენტები გააცნო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის, სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამ პროცესში საკუთარ როლსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ორგანიზებითა და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031