საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კონფერენცია

3 დეკემბერი, 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების კუთხით ხორციელდება.

კონფერენციის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმებს, რომელთა გატარება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს კანონები და სახელმწიფო პრაქტიკა გაეროს კონვენციის პრინციპებთან შესაბამისობაში მოვიდეს, რაც ხელს შეუწყობდა როგორც საჯარო სივრცისა და სერვისების მეტ ხელმისაწვდომობას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის, გამოყენებას შშმ პირების უფლებების დაცვისთვის და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

კონფერენციის მომზადებისას შშმ პირები აქტიურად იყვნენ ჩართული სადისკუსიო თემების შერჩევაში, რაც სრულად შეესაბამება შშმ პირების უფლებადამცველი მოძრაობის მიერ წამოყენებულ გლობალურ პრინციპს - არაფერი ჩვენთვის ჩვენს გარეშე.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გააკეთა განცხადება ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც 2020 წლის იანვარში დაიწყება და საქართველოში შშმ პირების სოციალურ დაცვას შეუწყობს ხელს. პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო მის განხორციელებაში გაეროს ექვსი სააგენტო ჩაერთვება.
პროგრამის განხორცილების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა მეტად შესაბამისი გახდება გაეროს კონვენციასთან. ასევე შემცირდება შშმ პირებთან დაკავშირებული სტიგმა, გაიზარდება დასაქმების შესაძლებლობები, ხოლო საჯარო სივრცე და სერვისები მეტად ხელმისაწვდომი გახდება შშმ პირებისთვის.

მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031