სიახლეები

მულტიდისიპლინური გუნდის წევრების სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

21 ოქტომბერი, 2019

საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ პოლონეთის „განათლების განვითარების ცენტრთან“  თანამშრომლობით წამოიწყო პროექტი ინკლუზიური განათლების  სფეროში, სახელწოდებით -  "მეგობრული სკოლა“ . პროექტი გრძელდება 2 წლის მანძლზე და  ითვალისწინებს როგორც მულტიდისციპლინური გუნდის წევრების ვიზიტებს პოლონეთში, ბაღებში, სკოლებსა და განვითარების სხვადასხვა ცენტრებში, ასევე პოლონელი ექსპერტების სტუმრობას საქართველოში და ტრენინგების ადგილზე ჩატარებას.

ამ პროექტის ფარგლებში მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა 21 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრისჩათვლით გაიარეს ტრენინგები და დაესწრნენ ვორქშოფებს  კრაკოვსა და ვარშავაში შემდეგ საკითხებზე: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერის  დაგეგმვა,  აუტიზმი და განვითარების სხვა ზოგადი აშლილობები; უსინათლო და მცირემხედველი  მოსწავლეების  მხარდაჭერა სასწავლო პროცესში, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების პროფესიული განათლება და დასაქმება; ფსიქიკური ჯანმრთელობა ბავშვებსა და ახალგაზრდებში და დახმარების ფორმები, სკოლის მხარდამჭერი სპეციალისტები და სერვისები. ასევე შედგა პოლონეთის განათლების სამინისტროში, ვიზიტი პოლონური სკოლებში და სხვა სერვისებში.

პროექტი ითვალისწინებს შემდეგი მიზნების მიღწევას:

  1. ლიდერების მომზადება ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის;
  2. ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლების შესახებ, ამ მიზნით ლიდერები პოლონეთში გავლილი ტრენინგის საფუძელზე ჩაატარებენ შეხვედრებს, საქართველოში, საჯარო სკოლებში;
  3.  პროექტის მონაწილეების კომპეტენციების გაზრდა მასწავლებელთა მხარდაჭერაში, სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში;

  4. . ლიდერები შეისწავლიან საზოგადოებრივი კამპანიების კონცეფციას და იხილავენ მომზადების მაგალითებს.

 

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

/res/images/images/2019111514494741756.jpg

მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031