სიახლეები

ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების მხარდამჭერი მომსახურების მოდელი შემუშავდა.

20 თებერვალი, 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების მხარდამჭერი მომსახურების მოდელი შეიმუშავა, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები გაეცნენ. 

მოდელი ორგანიზაცია „მარიანისთან“ თანამშრომლობით შეიქმნა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის ინკლუზიური უმაღლესი განათლების მიწოდებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილებას ეფუძნება.

მაისი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
4567
8
910
11121314151617
18192021222324
25262728293031