სიახლეები

თემაზე, „ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა.

29 მაისი, 2018

თემაზე, „ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენცია სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) ორგანიზებით ჩატარდა და მასზე წარმოდგენილი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინკლუზიური განათლების მოდელი, მიმდინარე პროექტები, „ინკლუზიური განათლების განვითარების 2018-2021“ სტრატეგია და პრიორიტეტები. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, აუდიტორიას ინკლუზიური განათლების საკუთარი მოდელები, სისტემის სუსტი და ძლიერი მხარეები გააცნეს.

აპრილი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
678
9
101112
13141516171819
20212223242526
27282930