სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სსსმ მოსწავლეებისთვის, ქართულ ენასა და მათემატიკაში დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა

2 თებერვალი, 2018

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სსსმ მოსწავლეებისთვის, ქართულ ენასა და მათემატიკაში დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა, რომელიც სკოლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა.

დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, რომელთაგან ნაწილი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, ნაწილი კი წარმოადგენს გზამკვლევებს მასწავლებლებისთვის.

შემუშავებული რესურსები, გარდა საჯარო სკოლებისა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებს.

სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14
151617181920
21222324252627
282930