სიახლეები

,,მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები''

22 დეკემბერი, 2017

22 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა ზოგად განათლებაში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის პროგრამის ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისათვის საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული სპეციალური სერვისის მონიტორინგის ანგარიშის გაცნობა.

საჯარო სკოლებში ინკლუზიური სწავლებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის მონიტორინგი კვლევის ანგარიში

კვლევა განხორციელდა საქართველოს საჯარო სკოლებში და შრომის ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს პროვაიდერ ორგანიზაციებში (,,საქართველოს კარიტასი“, ,,ბავშვი და გარემო“, ,,ვორლდ ვიჟენ საქართველო“) არსებულ მიუსაფარ ბავშვთა სერვისებში ააიპ ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ.

კვლევის მიზანი იყო სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ანალიზი, არსებული მიღწევების და გამოწვევების იდენტიფიცირება. სამომავლოდ ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობები დაიგეგმება გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით.

კვლევის ანალიზმა აჩვენა

• სისტემაში ინკლუზიური განათლების არსებობის მნიშვნელობა

• საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება

• განხორციელებული ღონისძიებების, პროექტების, მხარდამჭერი სერვისების მნიშვნელობა

• გამოიკვეთა მშობლისა და სკოლის თანამშრომლობის პრობლემა

• სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების აუცილებლობა

• საგნის მასწავლებლების კვალიფიკაციის, მოტივაციის და ჩართულობის პრობლემები

• დაფინანსების არსებული მოდელის გადახედვის აუცილებლობა

• საჯარო სკოლების ფიზიკური გარემოს მოწყობის და მეტი საგანმანათლებლო რესურსის აუცილებლობა.

რაც შეეხება, ,,განათლების მეორე შესაძლებლობის“ სპეციალურ სერვისს - ,,ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას“ მიუსაფარი ბავშვებისთვის, აღინიშნა მისი როლი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის მოზარდთა სოციალიზაციისთვის.

ითქვა, რომ ,,ტრანზიტულ პროგრამის,, განვითარებისთვის

• ის უნდა იყოს ორიენტირებული სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებზე

• მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა განხორციელების მდგრადი და უწყვეტი მიწოდების მექანიზმის არსებობა, შედეგების მეტი ეფექტურობისა და ანალიზის შესაძლებლობისთვის

• უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს მუშაობა სასიცოცხლო უნარების განვითარების და სპორტული, კულტურული ღონისძიებების, ასევე წინა პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, იმდენად რამდენადაც სერვისი მოწოდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალურ განვითარებს.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930