საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ინკლუზიური განათლების საკითხებზე საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

6 დეკემბერი, 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი საინიციატივო ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სპეციალური მასწავლებლები, სპეციალურ მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მშობელი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინკლუზიურ განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და კონკრეტულად, სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების საკითხებს.

მინისტრმა ჯგუფის წევრებს ინკლუზიური განათლების განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ინკლუზიურობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. სამომავლო გეგმებში შედის სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სხვა დამატებითი მომსახურებების განვითარება.

მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031