საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

პროფესიულ კოლეჯებში სწავლა დაიწყო

28 ნოემბერი, 2017

პროფესიულ კოლეჯებში 2017 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული  სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო.  სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად მიულოცა პროფესიული კოლეჯის „აისი“ სტუდენტებს და მათთან ერთად, წარმატებები უსურვა  8 000-დე  პირველკურსელს.  

სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა   ტესტირების საფუძველზე მოხდა.  სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც ტესტირებისას  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს და კონკურსის საფუძველზე ჩაირიცხნენ. 

საშემოდგომო მიღების სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, აპლიკანტების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია: მზარეული, ბუღალტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, სტილისტი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, კონდიტერი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი,  კომპიუტერული ქსელების ადმინისტრატორი, შემდუღებელი და ა.შ

კოლეჯში  „აისი“  აგრონომიის, ვეტერინარიის, მეცხოველეობის, სასურსათო ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ბიზნეს ადმინისტრირების, ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის, მშენებლობის, ტრანსპორტის, აგროინჟინერიისა და სახელოვნებო მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ანუ,  დუალური მიდგომით,  კოლეჯი „აისი“ პარტნიორ კომპანიებთან ერთად,  მევენახეობა-მეღვინეობის, მეხილეობისა და მეცხოველეს საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. კოლეჯი  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს. საგანმანათლებლო კომპლექსი მოიცავს უნივერსალური დიზაინის შესაბამისად რეაბილიტირებულ სასწავლო კორპუსს, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს, ღვინის სახლსა  და მინი საკონსერვო საწარმოს. 

 შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა

 

დეკემბერი 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
1112131415
16
17
18192021222324
25262728293031