სიახლეები

სპორტული გარბენი და სახალისო ვიქტორინა

31 ოქტომბერი, 2017

,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში მასში ჩართული ბავშვების სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესებისთვის, მათი პიროვნული განვითარებისთვის და მრავალმხრივი ინტერესების გაღვივებისთვის დაგეგმილია ფართო სპექტრის კულტურული და სპორტული ღონისძიებები, როგორებიცაა ექსკურსიები, სახალისო შემეცნებითი თუ საზრიანობასა და მოხერხებულობაზე დაფუძნებული კონკურსები, კინოჩვენებები დისკუსიით, თეატრებში და მუზეუმებში სტუმრობა სხვა და სხვა ინტერაქტიულ აქტივობებში მონაწილეობით, სპორტული კონკურსების ჩატარება და ა.შ

ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას და შესაბამისად დაგეგმილ ღონისძიებებს 2017 წელს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)"  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭრით.

3 და 7 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრისა (CDSD)და ,,ახალგაზრდული მოძრაობა პრაიდის“ ორგანიზებით პროგრამის თბილისის და რუსთავის ბენეფიციარები დაესწრნენ ფეხბურთის 19 წლამდე ასაკის ევროპის ჩემპიონატს.

8 ივნისს პროგრამის ქუთაისის ბენეფიციარები  დაესწრნენ რაგბის მატჩს ირლანდია-ახალ ზელანდიას შორის 20 წლამდე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატზე.

23 ივლისს გაიმართა სპორტული გარბენი და სახალისო ვიქტორინა იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე. ღონისძიებაში ასევე ჩაერთო საქართველოს წითელ იჯვარი და ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ დაგეგმილი  ტრენინგი ჩაუტარა ბავშვებს პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში. გამართული ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
2930