სიახლეები

ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული გაძლიერების ტრენინგი

1 სექტემბერი, 2017

ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული გაძლიერების მიზნით,  2017 წლის 30 აგვისტოდან - 1 სექტემბერის ჩათვლით ქობულეთის პროფესიულ სასწავლებელში „ახალი ტალღა“ ჩატარდა ტრენინგ-შეხვედრა.

ტრენინგის ძირითადი თემები იყო:

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასების მეთოდები;
  • სასწავლო პროცესის/პროგრამის მორგება და სწავლა-სწავლების სტრატეგიები;
  • ქცევის მართვის სტრატეგიები;

სატრენინგო თემები მოამზადეს და ტრენინგები ჩაატარეს ინკლუზიური პროფესიული განათლების  მხარდაჭერაში ჩართულმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა თამარ საღინაძემ, თამარ მახათაძემ და თეონა გავაშელიშვილმა.  

 ამასთანავე, განხორციელდა ვიზიტი ბათუმის პროფესიულ სასწავლებელში „ბლექსი“, რომლის დროსაც, „ბლექსის“ ინკლუზიური განათლების სპეციალისტებმა ტრენინგის დანარჩენ მონაწილეებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების სწავლა-სწავლების საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალისტებმა:

  • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერია“
  • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
  • ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“
  • სსიპ პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“
  • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“
  • სსიპ პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“
  • სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“
  • სსიპ პროფესიული კოლეჯი„მერმისი“
  • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“
  • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტი

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930