საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

განათლების მეორე შესაძლებლობის“ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტის განხილვა

30 აგვისტო, 2017

პროგრამის „განათლების მეორე შესაძლებლობის“ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტი სამუშაო ჯგუფმა განიხილა. განხილვაში მონაწილეობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების დაცვის წარმომადგენლებმა მიიღეს. განხილვის პროცესში დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება კითხვარის საბოლოო ვარიანტში.

აღსანიშნავია რომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან 120 საჯარო სკოლებში  ინკლუზიური განათლების მონიტორინგს იწყებს. გარდა ამისა, დაგეგმილია პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა"  მონიტორინგიც, რომლის ფარგლებშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს  დაქვემდებარებაში არსებულ  მიუსაფარი (ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე) ბავშვების დღის ცენტრებში, ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას  ახორციელებს. პროგრამის მიზანია, მიუსაფარი ბავშვების ფორმალურ განათლებაში/საჯარო სკოლებში ინტეგრაცია. მონიტორინგის საველე სამუშაოები სექტემბრის თვიდან დაიწყება.

მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031