სიახლეები

ინკლუზიური განათლების საკითხებს საკონსულტაციო ჯგუფი იხილავს

20 ივლისი, 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, პირველად განათლების ისტორიაში, ინკლუზიური განათლების საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფში გაერთიანებულნი არიან იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც საკმაო გამოცდილება აქვთ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებთან ისე, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მუშაობისა. საკონსულტაციო ჯგუფის წევრებია ასევე, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლებიც.

საკონსულტაციო ჯგუფი გარდა იმისა, რომ თითოეული მოსწავლის თუ, პირის ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას განიხილავს და საჭირო ქმედებებს განახორციელებს, ასევე იმსჯელებს, ინკლუზიურ განათლებაში არსებულ გამოწვევებზე, დასახავს პრობლემების გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებს.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930