საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პროფესიული ორიენტაციის პროცედურის შემუშავება დაიწყო.

1 აგვისტო, 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პროფესიული ორიენტაციის პროცედურის შემუშავება დაიწყო.

აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების მიღების მსურველი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირებული პროფესიული არჩევანის ხელშეწყობას.

პროფესიული ორიენტაციის პროცედურის შემუშავება ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიურ თანამონაწილეობას.

პროცესს ციკლური ხასიათი აქვს და მოიცავს როგორც სამუშაო შეხვედრებს, ისე პრაქტიკული განხორციელების ეტაპებს.

პროცესს კვლევით მხარდაჭერას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები უწევენ.

პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 21 ივლისს შედგა და მასში მონაწილეობა 12 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების  ინკლუზიური განათლებისა და პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებმა მიიღეს.

 

პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სპეციალისტების  შემდეგი

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან:

 

 „ფაზისი“, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“, „აისი“, „განთიადი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, „მოდუსი“, „იბერია“, „სპექტრი“, „მერმისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „ბლექსი“, „იკარუსი“.

მორიგი სამუშაო შეხვედრა სექტემბრის თვეშია დაგეგმილი.

მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031