სიახლეები

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ადაპტური აპარატურა გადაეცათ

13 ივლისი, 2017

უსინათლო და მცირემხედველი პროფესიული განათლების სტუდენტების სწავლა-სწავლების მხარდასაჭერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ადაპტური აპარატურა გადასცა. აღნიშნული აპარატურა 12 პორტაბელურ ვიდეო- გამადიდებელს და ბრაილ დისპლეიებს მოიცავს.

პორტაბელური ვიდეო-გამადიდებლების გადაცემისას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს  მათი გამოყენების ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. ინსტრუქტაჟი არასამთავრობო ორგანიზაციის „სტანდარტი“ წარმომადგენელმა ჩაატარა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ფიზიკური გარემოს და სერვისების ადაპტირებაზე მუშაობს.

ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 12 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის თითო პორტაბელური ვიდეო გამადიდებლის გადაცემა. რაც შეეხება,  ბრაილ დისპლეიებს, აღნიშნული მოწყობილობა ქართულენოვანი პროგრამული მხარდაჭერის შექმნას მოითხოვს; შესაბამისად, მათი გადაცემა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემდგომ ეტაპზეა დაგეგმილი. 

ოქტომბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
23
4
5678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031