სიახლეები

განათლების სამინისტრო და ორგანიზაცია''გადავარჩინოთ ბავშვები''თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს

7 ივნისი, 2017

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children International) შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის, 2017 წელს რიგი ღონისძიებები განხორციელდება, მათ შორის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლაში, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დღის მეორე ნახევარში „დღის ცენტრის მომსახურების სერვისი“ შეიქმნება. ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სკოლა-პანსიონებში ჩარიცხვის წესი შემუშავდება.

მემორანდუმის ფარგლებში ასევე შემუშავდება ინკლუზიური და სპეციალური განათლების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის (2018 – 2020) სამუშაო დოკუმენტი.

გარდა ამისა, 2017 წლის სექტემბრის თვიდან, „გონებრივი განვითარების მძიმე დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის“ შემუშავებული ალტერნატიული სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსიით გათვალისწინებული, ქართლი ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის პილოტირება იგეგმება.

 

დეკემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
456
7
8910
11121314151617
18192021222324
25262728293031