სიახლეები

ღია კარის დღე კოლეჯში ''აისი''

1 აპრილი, 2017

საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა. კოლეჯის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტების დახმარებით, მოსწავლეებისთვის გაცნობითი ტურიც მოეწყო. სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს და სტუმრებს კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიები და სახელოსნოები დაათვალიერებინეს. ამავე დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კოლეჯსა და ორ კერძო კომპანიას შორის. კოლეჯში „აისი“ ძირითადად, სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალობები ისწავლება.

აპრილი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930