სიახლეები

შშმ სტუდენტებისთვის ადაპტირებული სასწავლო გარემო მოეწყო

16 იანვარი, 2017

შეზღუდული შესაძლებლობები პროფესიის დაუფლებისას ბარიერს აღარ წარმოადგენს. შშმ სტუდენტებისთვის ოთხ პროფესიულ კოლეჯში სრულად ადაპტირებული გარემო მოეწყო. კოლეჯებში „მერმისი“ (თბილისი), „ოპიზარი“ (ახალციხე), „ახალი ტალღა“ (ქობულეთი) და „აისი“ (კაჭრეთი) დამონტაჟდა პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები ეტლით მოსარგებლეებისათვის, სენსორული ბილიკები, მოაჯირები, კიბეების და მოაჯირების მარკირება, ზონების კონტრასტული გამოყოფა, სახელურები, კარები - უსინათლო და სუსტად მხედველებისათვის და სხვა. კოლეჯების უნივერსალური დიზაინით მოწყობის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად სხვა კოლეჯების ადაპტირებაც დასრულდება.

იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56
7
891011
12131415161718
19202122232425
262728293031