საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია, ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და მინისტრის სახელით, მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთებიც დაათვალიერა და დამზადების პროცესსაც გაეცნო. მე-200 სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 89 მოსწავლე სწავლობს, მათგან 60 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს, მათი ნაწილი არდადეგების დღეებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს. ლია გიგაურს სწორედ ამ მოსწავლეებმა უმასპინძლეს. სპეციალიზირებულ სკოლებში მოსწავლეები ინდივიდუალური, მათ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამით სწავლობენ. გარდა სასწავლო პროცესისა, სამინისტრო ზრუნავს ამ სკოლების ინფრასტრუქტურაზეც. გასულ წელს მე-200 სკოლის ეზოსა და პანსიონში სარემონტო სამუშაოები დასრულდა, პანსიონი სრულიად განახლდა, კეთილმოეწყო და თანამედროვედ აღიჭურვა.
![]() |
მარტი 2026 | ![]() |
||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||