სიახლეები

მცხეთის რაიონში ახალი კოლეჯი ამოქმედდა

11 დეკემბერი, 2016

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წინამძღვრიანთკარში მცხეთა-მთიანეთი რეგიონში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა. დაწესებულებამ ფუნქციონირება 2016 წელს დაიწყო და შემოდგომაზე პირველი მიღება განახორციელა. ამჟამად, კოლეჯში აგრარული მიმართულების 3 პროგრამა ხორციელდება, მათ შორის, 2 სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) მიდგომით. ძირითადად, კოლეჯი აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზეა ორიენტირებული, თუმცა, სამომავლოდ, დაგეგმილია ტურიზმისა და საინჟინრო მიმართულების კვალიფიკაციების განვითარება, რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, რის შედეგადაც, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი ცენტრალურ ადგილს დაიკავებს რეგიონის სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაში

ვოდეო მასალა:

 

ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314151617
18
19202122232425
262728293031