სიახლეები

კოლეჯი „მერმისი“ პროფესიული უნარების ევროპულ კვირეულში ჩაერთო

7 დეკემბერი, 2016

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები საზოგადოებრივ კოლეჯს „მერმისი“ ეწვივნენ და მონაწილეობა მიიღეს ღია კარის ღონისძიებაში - დაათვალიერეს კოლეჯი, მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლებისა და გადამზადების არსებული პროგრამების შესახებ და პირადად ჩაერთნენ პროგრამების პრაქტიკულ დემონსტრაციაში. ამ ღონისძიების მთავარი მიზანი პროფესიული განათლების საინტერესო კუთხით წარმოჩენა და მიღებული უნარების დასაქმებისათვის გამოყენების რეალური შესაძლებლობის ხაზგასმა იყო. ღია კარის დღე პროფესიული უნარების ევროპული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა (5-9 დეკემბერი). კვირეული პარალერლურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და კანდიდატ ქვეყნებში ტარდება.

სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7891011
12
13
14151617181920
21222324252627
282930