საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ტრენინგები საჯარო სკოლების დირექტორებისა და პედაგოგებისთვის

9 სექტემბერი, 2016

სკოლების გაძლიერების მიზნით ქვეპროგრამის  „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა  დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციისთვის თემაზე „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო  საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის  სტრატეგიები“. ტრენინგს ატარებს   ორგანიზაცია ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)“.

სასწავლო კურსში მონაწილეობას იღებენ მიუსაფარ ბავშვთა (ე.წ. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა) საჯარო სკოლების პედაგოგები და დირექტორები.

ტრენინგის მოდულისთვის თემატიკა და პროგრამა შეირჩა მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებებისა და  ფსიქო-სოციალური მახასიათებლების გათვალისწინებით. სასწავლო კურსის მიზანია ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის უზრუნველყოფა, იმ ბარიერების გადალახვა, რომელიც  განაპირობებს სენსიტიური ჯგუფიდან, როგორიცაა მაგალითად მიუსაფარ ბავშვთა ჯგუფი, ბავშვების სკოლაში  აკადემიურ აქტივობებში ჩართვისა და თანატოლებთან სრულფასოვანი ინტეგრაციის სირთულეებს და საბოლოოდ მათ გარიყვას სასკოლო პროცესებიდან.

ტრენინგის მიზანია პედაგოგები შეიარაღდნენ ცოდნითა და უნარებით მოსწავლეებთან მუშაობის სირთულეების დასაძლევად, მათთან კომინიკაციის  და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. რათა შესაძლებელი გახდეს მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის რისკების მინიმუმამდე დაყვანა,  მათი ინტეგრაციის პრობლემების დაძლევით და სკოლაში სწავლის მოტივაციის ამაღლებით.

სატრენინგო მოდული გათვლილია 25 აკადემიურ საათზე, მასში შესულია შემდეგი საკითხები:

-   ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაცნობა;

-   ტოლერანტობის პრინციპების გაცნობა;

-   ბულინგის ამოცნობა, მასწავლებლის როლი ბულინგის პრობლემის გადაჭრაში;

-   სენსიტიური ჯგუფების ბავშვთა სკოლაში ადაპტაციის სირთულეების გაცნობა, ამასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისგანხილვა; 

-   სენსიტიური ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო  საჭიროებების გაცნობა. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და მის მიხედვით ბავშვთან მუშაობის სპეციფიკა;

-   სენსიტიური ჯგუფის ბავშვებთან კომუნიკაციისდათანამშრომლობის პრობლემების გადაჭრის სტრატეგიის გაცნობა, მათი დაძლევის გზების მოძიება;

-   აღნიშნული ჯგუფების ბავშვებსა და მათ თანაკლასელებს შორის ურთიერთობის დარეგულირება, კონტროლი და მართვა.

პედაგოგების და სკოლების დირექტორების მხრიდან სასწავლო კურსმა პოვა გამოხმაურება და მაღალი შეფასება. მონაწილეები აღნიშნავენ გავლილი თემების აქტუალურობასა და მნიშვნელოვნებას მათი პროფესიულ ასპარეზზე მუშაობის პროცესში.

პროგრამაში მონაწილეობს თბილისის 23, ქუთაისის 6 და რუსთავის 6 საჯარო სკოლა. 

ვოდეო მასალა:

 

ივლისი 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425
26
27282930
31