სიახლეები

სამინისტრო წინა პროფესიული უნარების განვითარების სერვისს ნერგავს

17 ივნისი, 2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წინა პროფესიული უნარების განვითარების სერვისის დანერგვა დაიწყო. ეს სერვისი წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას საქართველოში: ის ამზადებს სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს და მათ თანატოლებს სკოლიდან ტრანზიციისათვის. წინა პროფესიული უნარების განვითარების სერვისი მიმართულია მოზარდებში სწავლის მოტივაციის გაზრდისაკენ, ვინაიდან უნარების განვითარება ხორციელდება პრაქტიკული აქტივობების განხორციელების გზით და მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიებში არიან ჩართულნი.

სერვისის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს მუშაობა მშობელთან სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების, დასაქმების, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარების მიმართულებით.

საზოგადოებაში სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტური ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ისეთი ძირითადი უნარების განვითარება როგორიცაა წერა-კითხვა, მათემატიკა, დროის მენეჯმენტი, დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარები, სამუშაოს დაგეგმვა, აქტივობების ხარისხიანად და ეფექტურად განხორცილება, გადაწყვეტილების მიღება, თავისუფალი არჩევანის გაკეთება.

ამ უნარებისა და მოსწავლეებში სხვადასხვა პროფესიების მიმართ ინტერესის განსავითარებლად, სერვისის ფარგლებში მოსწავლეებისთვის აქტივობები ხორციელდება როგორც დასაქმების ადგილზე, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მნიშვნელოვანია სამუშაოს შესრულებისთვის ბუნებრივ გარემოში მოსწავლეების ჩართვა, რათა მათ პროფესიული ორიენტაციისთვის ჰქონდეთ სხვადასხვა პროფესიის მოსინჯვის შესაძლებლობა. 

წინა პროფესიული უნარების განვითარების სერვისში, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მაცნიერების სამინისტროს დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია და სოციალური საწარმო „ბაბალე“ ახორციელებს, დღეისათვის ჩართულია 20 მოსწავლე, მათ შორის 11 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. ისინი მათთვის ინდივიდუალურად შედგენილი გეგმის მიხედვით არიან ჩართულები სხვადასხვა აქტივობებში.

წინა პროფესიული უნარების განვითარების სერვისის ფარგლებში მოსწავლეებმა პროფესიონალ ფოტოგრაფებთან ერთად იმუშავეს და პროფესიული უნარების მოსინჯვისთვის ფოტოსურათები გადაიღეს. მათი ნამუშევრების გამოფენა თბილისის ქარვასლაში მოხდა.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930