რობერ შუმანის სახელობის ევროპულმა სასწავლებელმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საქველმოქმედო პროექტი წარმოადგინეს. პროექტის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები გაიმართა:
• მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
• ადაპტირებული სახის მცირე სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო“;
• პერფორმანსი თემაზე „ბუნება, ჩვენი ბუნება!“
• ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო სექტორის შემეცნებითი გაკვეთილი - „ბიომრავალფეროვნება“
ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე, ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა, მე-200 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მიიწვიეს და მათთან ერთად საზეიმოდ აღნიშნეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ტოლერანტობის, განსხვავებულობის მიღების და თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განავითარება. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შემოსული თანხით შეძენილი საჩუქრები, მე-200 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადაეცემათ.
ვიდეო მასალა:
![]() |
მარტი 2026 | ![]() |
||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||