სიახლეები

ბაღდათში პროფესიული სასწავლებელი ამოქმედდა

3 მაისი, 2016

ქუთაისის პროფესიული კოლეჯის „იბერია“ ბაღდათის ფილიალის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და იმერეთის რეგიონს ერთ-ერთი ძლიერი პროფესიული სასწავლებლის ახალი კორპუსი შეემატა. სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბაღდათში პროფესიული სასწავლებლის ფუნქციონირება წლების წინ შეწყდა და ამით ამ მხარის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად შეიზღუდა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაღდათში აღდგა პროფესიული კოლეჯი, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას იგი სრულიად განახლდა, სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღიჭურვის პროცესი დღესაც გრძელდება და უკვე ახალი სასწავლო წლისთვის ყველა ობიექტი გაიმართება.
ქუთაისის პროფესიული კოლეჯის „იბერია“ ბაღდათის ფილიალში მსურველები ავტოშემკეთებლის, კალატოზის, დურგლის, მემცენარის, მეფუტკრის, ფერმერის, მკერავის და სხვა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროფესიებს შეისწავლიან. თანამედროვე სტანდარტების სასწავლო კორპუსის ამოქმედება მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, ბაღდათის ახლომდებარე რაიონებისა და სოფლების მოსახლეობას უკვე აქვს პროფესიული განათლების მიღების საშუალება, ხოლო მოსახლეობის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა:

დეკემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
456
7
8910
11121314151617
18192021222324
25262728293031