სიახლეები

ლოგისტიკის ევროპული სტანდარტები საქართველოში

29 აპრილი, 2016

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს ,,ახალი ტალღა“ და ესტონეთის პროფესიულ სასწავლებელს “ვალგა“ შორის ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი პროექტი ამოქმედდა, რაც მძიმე და მასშტაბური ტვირთების ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნულ თემაზე კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „პროფესიული განთლების ინტერნაციონალიზაცია“, სადაც საუბარი შეეხო პროფესიული განათლების განვითარების ახალ პერსპექტივებს სატრანსპორტო ლოგისტიკის მიმართულებით.

ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ლოგისტიკის როლი. შესაბამისად, ეფექტური სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის შექმნა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ ძირითად და აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. საქართველოს, გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რეალური შანსი გააჩნია გაატაროს და გადაამუშაოს დამატებითი ტვირთების ნაკადი, რაც განაპირობებს შემოსავლების ზრდას და გაუმჯობესებულ პირობებს წარმოებისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. ლოგისტიკური ინფრაქტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ყველაზე პერსპექტიული დარგების აღორძინებისთვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, წარმოება, ვაჭრობა და ტურიზმი.

დღესდღეობით, ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ არსებობენ კვალიფიცირებული ლოგისტიკური ოპერატორები, რომლებსაც კომპლექსური ლოგისტიკური სერვისის წარმოება შეუძლიათ. მზარდი კონკურენციის პირობებში. მიმდინარე პროექტი კი, გულისხმობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციური კადრების მომზადებას ლოგისტიკის სფეროში. აგრეთვე, სატრანსპორტო სფეროსთვის ისეთი სპეციალისტის მომზადებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კონკურენტულ ბიზნეს-გარემოში სატრანსპორტო გადაზიდვებით დასაქმებული ფირმების ეფექტური ფუნქციონირება და მდგრადი განვითარება.

ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ხდება პროფესიულ სტუდენტთა გაგზავნა ესტონეთში სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორის სპეციალობაზე, სტუდენტები პრაქტიკას გადიან ესტონურ და ქართულ კომპანიებში. პრაქტიკის პერიოდში, ეცნობიან კომპანიების ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, მათ სისტემურ გადაწყვეტილებებს, უახლეს ტექნოლოგიებსა და ეფექტურ სამუშაო პროცესებს.

პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ორიენტირებულია პრაქტიკაზე, რაც პასუხობს ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური ბაზრების მოთხოვნებს. პროგრამა კომპანიებს აძლევს ფართო შესაძლებლობას, სწავლებისა და პრაქტიკის განმავლობაში, ასევე, სწავლის დასრულების შემდგომ მიზანმიმართულად მოიზიდონ სტუდენტები, აღმოაჩინონ ახალგაზრდა სპეციალისტები, გაუწიონ სპონსორობა და შესთავაზონ დასაქმების უნიკალური პერსპექტივები

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა:

მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031