სიახლეები

სემინარი „ინკლუზიური განათლება და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები“

21 აპრილი, 2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში სემინარი „ინკლუზიური განათლება და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები“ გაიმართა.

სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისათვის, რაც დაწყებითი და საბაზო განათლე¬ბის ძირითად მიზანს წარმოადგენს. 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ფიზი¬კური აღზრდის საგნობრივ პროგრამაში ჩასართველად საჭიროებენ დამატე¬ბით სპეციალურ მომსახურებას და ადაპტური სპორტის პრინციპების გაზიარებას. 

შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგები, რომელთაც ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამანტის ინკლუზიური განათლების ექსპერტმა თათია პაჭკორიამ გააცნო.

სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო სა¬ჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა სპორტულ აქტივობებსა და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებში იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური თუ სხვა მახასიათებელი გააჩნია მას. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინკლუზიური განათლების ძირითადი ამოცანები და სწავლების საბოლოო შედეგები გათვლილი უნდა იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭი¬როების მქონე კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობაზე.

ოქტომბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
23
4
5678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031