სიახლეები

„მერმისი“ საგაზაფხულო მიღებისთვის ემზადება

8 აპრილი, 2016

016 წლის საგაზაფხულო მიღებაზე წარმატებით მიმდინარეობს რეგისტრაცია საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“. ბოლო წლებში კერძო სექტორის აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კოლეჯში მოთხოვნადი პროგრამების დახვეწა/განვითარებასა და სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს შრომის ბაზარზე მოთხოვნად სასურველ პროფესიას ხელოვნების, ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიის მიმართულებებით და დასაქმდეს.

კოლეჯი „მერმისი“ ახორციელებს 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის 10 მოდულურ პროგრამას. საგაზაფხულო მიღებაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 პროგრამაზე მიმდინარეობს, მათ შორის 9 საგნობრივ და 3 მოდულურ პროგრამაზე: ფეხსაცმლის და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი, ბუღალტერ-ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი, პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსი, ოფისის მენეჯერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, მზარეული, მემინანქრე, სტილისტი.

კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებისა და მათი შემდგომი დასაქმებისთვის. ყოველდღიურად იზრდება კოლეჯის თანამშრომლობა კერძო თუ სახელმწიფო სექტორთან. კოლეჯს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი 250-ზე მეტ მცირე თუ, დიდ კომპანასთან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კოლეჯი „მერმისში“ მოეწყო თანამედროვე სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორია - „ფაბლაბი“, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სპეციალიზებული ტექნიკით (3D პრინტერი, 3D სკანერი, პროგრამული ლაზერ-მჭრელი, ვაკუუმფორმირების მანქანა, სახატავი პლანშეტი და ა.შ..). კოლეჯში ინოვაციის დანერგვის ასევე თვალსაჩინო მაგალითია „დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის“ მოდულური პროგრამის სწავლება ინტერაქტიული დაფის საშუალებით, სადაც სპეციალური ანიმაციური პროგრამით ხორციელდება ვირტუალური სწავლება.

კოლეჯი „მერმისი“ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და ზრუნავს მათ ინტეგრაცია/ადაპტაციაზე საზოგადოებაში, რაც შემდგომში ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს. ამჟამად, კოლეჯში სსსმ სტუდენტებისთვის ინფრასტრუქტურის ადაპტირების პროცესი მიმდინარეობს, რაც არსებული ფიზიკური გარემოს ყველასათვის ხელმისაწვდომობის პრინციპით მოწყობას ითვალისწინებს. კერძოდ, მოეწყო: ლიფტი, პანდუსი, ადაპტური სველი წერტილი, სენსორული ბილიკები, მოაჯირები, კიბეების და მოაჯირების მარკირება, ზონების კონტრასტული გამოყოფა, სახელურები, კარები და სხვა.

კოლეჯს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები ინკლუზიური განათლების დანერგვის კუთხით. კერძოდ, ევროპული განვითარების ფონდის მიერ, კოლეჯში „მერმისი“ ინკლუზიური განათლება დასახელდა ამიერკავკასიაში საუკეთესო ინოვაციურ და წარმატებულ მაგალითად. ქ. ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას საპატიო პრიზი გადაეცა. გამოიცა პუბლიკაცია საქართველოს განათლების სისტემაში ინკლუზიური პროფესიული განათლების წარმატებული შემთხვევების შესახებ.

ვიდეო მასალა:

მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031