სიახლეები

კოლეჯში „სპექტრი“ სწავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

8 აპრილი, 2016

მრავალპროფილიან საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ 28 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, პროფესიულ პროგრამებზე მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კოლეჯში ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ბიზნესის ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის და ინჟინერიის მიმართულებით, უკვე დარეგისტრირებულია 260 აპლიკანტი, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები. რეგისტრაციის პროცესს დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო.

კოლეჯი „სპექტრი“ სწავლებას ახორციელებს სამშენებლო, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის, საატრანსპორტო, გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების, ბიზნესის ადმინისტრირების და სახვითი ხელოვნების მიმართულებით. ყველა სწავლება ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით და სწავლა ხორციელდება პროფესიული სტუდენტებისათვის სრულიად უფასოდ.

კოლეჯის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები არიან სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმების კუთხით, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სეტქორის წარმომადგენლები, დამსაქმებელთა ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებები.

2012 წლიდან 10 %-ით გაიზარდა სოციალური პარტიორების ჩართულობა კოლეჯის საქმიანობაში, რაც აისახა კურსდამთავრებულთა დასაქმების წლიური მაჩვენებლის ზრდით, კერძოდ, კურსდამთავრებულთა დასაქმების დინამიკა 2008-2012 წლებში იყო 35-50%, ეს მაჩვენებელი 2013-2016 წლებში გაიზარდა 65-80%-მდე.

კოლეჯში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზეინკალ-სანტექნიკოსის მოდულური პროგრამა, 2016 წლის საშემოდგომო მიღებაზე კი, 9 მოდულური პროგრამა დაინერგება, ესენია:

ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი 
დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი
ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი
თაბაშირმუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე
ფილამწყობი
ოფისის მენეჯერი
ბუღალტერ-ტექნიკოსი 
ვებ ინტერფეისის დეველოპერი
კომპიუტერული ქსელების ადმინისტრატორი
2015 წლიდან კოლეჯში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო კორპუსსა და სახელოსნოებში. საერთო საცხოვრებელში დასრულებულია რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რაც მოიცავს ძირითად სამუშაოებს, მათ შორის პანდუსს ადაპტორებული გარემოსათვის. რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა:

მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18
19
2021222324
25262728293031