სიახლეები

წარმატებით მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია IT სპეციალობებზე

5 აპრილი, 2016

საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია წარმატებით ხორციელდება. ყოველდღიურად ასობით ადამიანი რეგისტრირდება მათთვის სასურველ პროგრამაზე. არის პროგრამები, სადაც მსურველთა რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა მისაღებ კონტიგენტს.

10 აპრილამდე რეგისტრაცია მიმდინარეობს სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯშიც - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS). კოლეჯი აპლიკანტთა რეგისტრაციას შემდეგ ახალ მოდულურ პროგრამებზე ახორციელებს - კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი 29 თვე; ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი 18 თვე; საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი 18 თვე; ვებ-ინტერფეისის დეველოპერი 17 თვე; საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი 18 თვე; სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი) 32 თვე.

სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ასევე სთავაზობს მსურველებს მოკლევადიან კურსებს: კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება(CISCO CCNA) 8 თვე; ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს-ოპერატორი (CISCO IT ESSENTIAL) 2 თვე; სამგანზომილებიანი გრაფიკა (3DS MAX) 2 თვე; პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორი (WORD, EXSEL, POWER POINT) 2 თვე; კომპიუტერული გრაფიკა (ABOBE PHOTOSHOP, ABPBE ILLUSTRATOR) 2 თვე; WEB პროგრამირება 4 თვე; JAVA პროგრამირება 4 თვე.

კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მისაღებად, შესაბამისად, სსსმ სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

კოლეჯში ყველა სტუდენტი სტაჟირებას და პრაკტიკას გადის როგორც სახელმწიფო ისე, კერძო სექტორში. კოლეჯი წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. ამ ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლის შემდეგ, სტუდენტებს დასაქმების დიდი შანსი აქვთ. ასევე აღსანიშნავია, რომ კოლეჯში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან ცნობილი და წარმატებული კერძო კომპანიების წარმომადგენლები

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930