სიახლეები

საჯარო ლექცია აუტიზმის ცნობადობის ასამაღლებლად

1 აპრილი, 2016

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსტეტში საჯარო ლექცია „ენობრივი და კომუნიკაციური უნარები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში“ გამართა, რომელიც ოსლოს უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დოქტორანტმა ქალბატონმა თამარ ტაბახმელაშვილმა/კალანდაძემ წაიკითხა. 

თამარი ტაბახმელაშვილი/კალანდაძე იკვლევს ენობრივი და კომუნიკაციური უნარების განვითარებას აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. ლექციაზე საუბარი იყო:

1. ცნობილი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების მიმოხილვა; 
2. ინდივიდუალური განსხვავებები;
3. აუტიზმის ადრეული ნიშნები;
4. სანდო კვლევებზე დაფუძნებული ინტერვენციები; 
5. საბავშვო ბაღიდან სკოლაში ტრანზიცია;
6. სასწავლო გარემო;
7. საუბარია მეტყველებაზე;
8. ენა და კომუნიკაცია 

ლექციას დაესწრნენ სტუდენტები, საჯარო სკოლებში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის არსებული ინტეგრირებული კლასების სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის. 
#განათლება2016 #ინკლუზიურიგანათლება2016 #გაზარდეაუტიზმისცნობადობა

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930