სიახლეები

ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა

30 მარტი, 2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ფუტსალის ასოციაციასთან თანამშრომლობით საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებსა და ქ. სამტრედიის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობდნენ ცნობილი სპორტსმენები - ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ნემსაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი გახოკიძე, არსენ კვანტალიანი, დავით სირაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამსახურის უფროსი ვასილ ლიპარტელიანი, პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ლევან ოდიშარია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

მატჩის დასრულებისთანავე მონაწილეებს საპატიო სიგელები სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ოთარ ხიზანეიშვილმა გადასცეს. 

სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია სოციალური ინკლუზიის დახმარებით საჯარო სკოლებში ინკლუზიური სწავლებისათვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა. აღნიშნული პროგრამით ხორციელდება სსსმ მოზარდების, მათ შორის სსიპ ქალაქ სამტრედიის N15 საჯარო სკოლის ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოზარდების სოციალიზაციის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მიმდინარეობს იმ საჯარო სკოლებში, რომელთა თემში ცხოვრობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (მათ შორის არაქართულ გარემოში ჩასახლებული დევნილი, ლინგვისტური პრობლემების მქონე, მოხეტიალე და მომთაბარე პოპულაციის მოზარდები, რეპატრიანტი და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მესხი მოზარდები), სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდები. ქვეპროგრამის აქტივობები ხელს უწყობს ქვეპროგრამის ბენეფიციარებისა და ადგილობრივი თანატოლების საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებას და მოზარდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რითიც ქვეპროგრამის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი.
ახლო მომავალში საქართველოს ფუტსალის ასოციაციასთან თანამშრომლობით იგეგმება ანალოგიური აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მესხი, ბოშა და პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი მოზარდებისთვის.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930