სიახლეები

შეხვედრა მასწავლებელთა კორპუსთან ამერიკის შეერთებული შტატებიდან

17 მარტი, 2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „გლობალური კლასის მასწავლებელთა პროგრამის“ ფარგლებში (Teachers for Global Classrooms Program (TGC)) ეწვია მასწავლებელთა დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

მასწავლებელთა ვიზიტი საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტემენტის დაფინანსებით მიმდინარეობს და კვლევისა და გაცვლითი პროგრამების საერთაშორისო საბჭოს (The International Research and Exchange Board (IREX)) მიერ ხორციელდება. 

მასწავლებელთა საქართველოში მოგზაურობის მიზანია გაეცნონ ჩვენი ქვეყნის კულტურას, და საგანმანათლებლო სისტემას დედაქალაქსა და რეგიონებში, შეიქმნან ნათელი წარმოდგენა საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის პროცესებზე. 

ამერიკელ მასწავლებელთა კორპუსმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების საკითხების მიმართ. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოხდა განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების ორგანიზების საკითხების წარდგენა, ინკლუზიური განათლების პოლიტიკასა და პრაქტიკაზე მსჯელობა. დისკუსია შეეხო არსებულ მიღწევებს და გამოწვევებს. მასწავლებელთა მხრიდან მოხდა თავიანთი გამოცდილების გაზიარება საკლასო პრაქტიკასთან დაკავშირებით.

დეკემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
456
7
8910
11121314151617
18192021222324
25262728293031