სიახლეები

ინკლუზია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები საქართველოში

14 მარტი, 2016
ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტიორობით, 12-13 მარტს კონფერენცია ტარდება სახელწოდებით: „ინკლუზია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები საქართველოში“. კონფერენცია ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე საქართველოში ქალბატონი ტიფანი სედლერი.

კონფერენციის მიზანია ქართული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემოქმედთ, სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს გავაცნოთ ბრიტანეთის საბჭოს ხედვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა (სსს) და ინკლუზიური განათლების სფეროს საკითხების შესახებ და ხელი შევუწყოთ დიალოგს, დისკუსიას და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას ამ სფეროში - განაცხადა ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ.

კონფერენცია მასპინძლობს საჯარო სკოლების დაახლოებით 120 მასწავლებელს, სკოლის დირექტორებს, რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებსა და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

ინკლუზია გულისხმობს რომ სწავლაზე და სკოლის სასწავლო გეგმაზე წვდომა აქვს ყველა მოსწავლეს, მიუხედავად მათი ინდივიდუალური გამოწვევებისა. წარმატებული სწავლა-სწავლება მოიცავს ყველა მოსწავლეს და წარმოაჩენს იმ წვლილს, რომელიც თითოეულ მოსწავლეს შეაქვს სწავლის პროცესში. ამდენად, ინკლუზია ყველას ინტერესშია და ყოველი ინდივიდის უნიკალური წვლილი ერთნაირად მნიშვნელოვანია.

კონფერენციის პირველ დღეს, მომხსენებლებმა და ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების პოლიტიკის შესახებ საქართველოში, როგორ ხდება ინკლუზიური სწავლების პოლიტიკის მხარდაჭერა სამთავრობო დონეზე და რა არის დღემდე გაკეთებული. მათ აგრეთვე მიმოიხილეს არსებული გამოწვევები. ბრიტანელმა ექსპერტმა ისაუბრა დიდი ბრიტანეთის პოლიტიკასა და გამოცდილებაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების სფეროში, აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი სწავლა-სწავლება ყველასთვის, მიუხედავად ფიზიკური შესაძლებლობებისა.

კონფერენციის მეორე დღე დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინკლუზიური სწავლების პრაქტიკული განხორციელდება, ამ ტიპის სწავლების პროცესში წარმოქმნილი გამოწვევები და პრაქტიკული სტრატეგიები. მომხსენებლები ასევე ისაუბრებენ სპეციალური საჭიროებების ამოცნობის ხერხებზე, ინდივიდუალური სასწავლო გეგემების შედგენის პროცესსა და მნიშვნელობაზე, მოსწავლეთა შეფასების საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ-ემოციური ქცევითი დარღვევების და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის შემთხვევებს.
 
შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა :
 
 
 
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930