საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ინკლუზიური პროფესიული განათლების სისტემის წარმატება

11 მარტი, 2016

ევროპული განვითარების ფონდის მიერ, ათობით ევროპისა და პარტნიორი ქვეყნის ინიციატივებს შორის, პროფესიული სასწავლებლის ,,მერმისი,, მაგალითზე ინკლუზიური პროფესიული განათლება საუკეთესო, ინოვაციურ და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ პირველ წარმატებულ ინიციატივად დასახელდა. აღნიშნულმა ინიციატივამ ასობით სისტემის მიღმა დარჩენილ ადამიანს გაუხსნა გზა ღია შრომის ბაზრისაკენ. შედეგზე ორიენტირებული, თანამშრომლობითი, ეფექტური და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა - ასე შეფასდა ინკლუზიური პროფესიული განათლება საქართველოში.

ევროპული განვითარების ფონდის მიერ საქართველოს დელეგაციას საპატიო პრიზი გადაეცა. გამოიცა პუბლიკაცია საქართველოს განათლების სისტემაში ინკლუზიური პროფესიული განათლების წარმატებული შემთხვევების შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიზანს წარმოადგენს ინოვაციური და ყველასათვის ხელმისაწვდომი სისტემის შექმნა, რომელიც პასუხობს მომავლის გამოწვევებს. შესაბამისად, ქართულ საგანმანთლებლო სივრცეში ინკლუზიურობა ფართო ჭრილში განიხილება და ეყრდნობა ყველა პირის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, ადამიანური კაპიტალის დაგროვებას სახელმწიფოში

მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031