სიახლეები

კოლეჯი ,,ახალი ტალღა'' უნივერსალური დიზაინით მოეწყობა

2 თებერვალი, 2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, კოლეჯში სასწავლო კორპუსის და სასტუმროს ტიპის სტუდენტური საერთო საცხოვრებლისა რეაბილიტაცია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ადაპტირების პროცესი მიმდინარეობს, რაც არსებული ფიზიკური გარემოს ყველასათვის ხელმისაწვდომობის პრინციპით მოწყობას ითვალისწინებს.

სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული სასწავლო ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და უნივერსალური დიზაინით მოწყობის პროცესი.

ვიდეო მასალ:

სექტემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
12
3
4567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930