სიახლეები

სპექტაკლი სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით

22 იანვარი, 2016

ილიაუნის თეატრში ქალაქ სამტრედიის N15-ე საჯარო სკოლაში ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისა და ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში (დამდგმელი რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი). გაიმართა ო. ჰენრის მოთხრობის ,,უკანასკნელი ფოთოლი“ მიხედვით სპექტაკლის ჩვენება. 

ქალაქ სამტრედიის N15-ე საჯაროსკოლის მიზანია თითოეულ მოსწავლეს მისცეს აკადემიურ უნარების განვითარება, მოახდინოს მათი პიროვნების სოციალურ - კულტურული ჩამოყალიბება და სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე სწავლის გაგრძელება, შრომით საქმიანობაში ჩაბმა, საზოგადოებასთან ადაპტაცია და მის სრულუფლებიან წევრად ჩამოყალიბება.

ქალაქ სამტრედიის N15 საჯარო სკოლის არსებული თეატრისა და კითხვის კლუბში მომზადებული სპექტაკლი, მიზნად ისახავდა სკოლის აღსაზრდელების თანატოლებთან ინტეგრაციას და სოციალიზაციას, ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოზარდებში კითხვის მოტივაციის გაზრდას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას და საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევას.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
2930