სიახლეები

საახალწლო გამოფენა 198-ე საჯარო სკოლაში

30 დეკემბერი, 2015

198-ე საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევართა საახალწლო გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა დაათვალიერა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სსსმ მოსწავლეების მიერ ხელით დამზადებული ორიგინალური საშობაო სუვენირები, ნახატები, მაგნიტური ფიგურები, თიხისა და თექის პროდუქცია და სხვ. მოსწავლეებმა ასევე შეასრულეს რამდენიმე საახალწლო მუსიკალური ნომერი. ღონისძიების ფარგლებში, ქეთევან ნატრიაშვილმა მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრებიც გადასცა.
198-ე საჯარო სკოლის მთავარი პრიორიტეტია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მისცეს საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. აქედან გამომდინარე, სკოლის მულტიდისციპლინარულ გუნდს შემუშავებული აქვს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა.
სკოლაში ფუნქციონირებს ლეგოტეკა-სათამაშოების ბიბლიოთეკა, თამაშთერაპიის ოთახი, შრომის კაბინეტი, ფსიქო-სოციალური ლაბორატორია, ყოფითი უნარების შესასწავლი კაბინეტი, ადაპტირებული სასადილო და ღია ტრენინგ-ცენტრი. მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა საინტერესო პროექტებში. აქტიურად ეუფლებიან შრომით უნარ-ჩვევებს.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა:

მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031