სიახლეები

წინასაახალწლო ღონისძიებები 203-ე საჯარო სკოლაში

27 დეკემბერი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მანდატურის სამსახურისა და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, წინასაახალწლოდ, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა 203-ე სკოლა-პანსიონს ესტუმრა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში საცირკო წარმოდგენა გაიმართა, რის შემდეგაც, ლიბერთი ბანკისაგან ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს.

თბილისის №203 საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად 155 მოსწავლეა, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვებს ემსახურება. სახელმწიფო დაფინანსებით, სკოლა პანსიონურ მომსახურებასაც ახორციელებს.

სკოლაში თითოეული მოსწავლე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობს. კლასში I-დან XII-ს კლასის ჩათვლით, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, ქართული ჟესტური ენაც ისწავლება, კოხლეარული ინპლანტის მქონე ბავშვებისთვის გახსნილია ერთი კლასი (სადაც ქართული ჟესტური ენა არ ისწავლება). გარდა ამისა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამხმარე სერვისს - მეტყველების განვითარებაზე სურდოპედაგოგები მუშაობენ.

შესაძლებლობების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში. ახალი წლის დადგომასთან ერთად კი, მათთვის საქველმოქმედო ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა :

აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
789101112
13
14151617181920
21222324252627
282930