სიახლეები

ინკლუზიური განათლების განვითარების თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

23 დეკემბერი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური პროფესიული განათლების თემატური სამუშაო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. თემატურ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო უწყებები. მათ განიხილეს ინკლუზიური პროფესიული განათლების მონიტორინგის ინსტრუმენტი და ინდიკატორები, რომლებიც პროექტის „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში შეიქმნა. 

ინკლუზიური პროფესიული განათლების თემატური სამუშაო ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების სექტორის სისტემური ცვლილებების განხორციელებას, ინკლუზიური განათლების დანერგვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგის თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ასევე, ჯგუფის შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაზე მათი ხელმისაწვდომობის საკითხების განხილვა. სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფს წარუდგინეს 2016 წელს დაგეგმილი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბენეფიციარების პროფესიულ განათლებაში ჩართულობას. 

წლის ბოლოს, ინკლუზიური განათლების განვითარების თემატურ ჯგუფის შეხვედრაზე შეჯამდა 2015 წელს გაწეული სამუშაოები და განისაზღვრა მომავალი წლის ხედვა და მიზნები.

მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24
25
2627282930
31