სიახლეები

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა

27 ივლისი, 2015

სასტუმრო რედისონში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის განვითარებით“. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დამსაქმებლებმა მიიღეს.

ხელისუფლებისათვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება. აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა (შშმ პირები, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები, სოც დაუცველები, ახალგაზრდები და ა.შ) დასაქმების ხელშეწყობა, სახელმწიფოს მხრიდან, დამატებითი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის N1888 - რს დადგენილებით მოხდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიცირება. რატიფიცირების შემდეგ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მთელი რიგი სამართლებრივი აქტები შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მიმართულია მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებულ პირთა სამოქალაქო რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციაზე. დასაქმების მიმართულებით კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების რეალიზებისათვის მოხდა უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. კერძოდ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმას „ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“, რაც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირთა აღჭურვას დასაქმებისათვის აუცილებელი უნარებით და კოლეგა სამინისტროებთან ერთად ახორციელებს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის სერვისების პილოტირებას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ - სოციალური მოსახურების სააგენტო, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან თანამშრომლობით, ახორციელებს მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების მიწოდებას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - დანაშაულის პრევენსიისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი - ყოფილ პატიმართა სამოქალაქო ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის მიზნით, ახორციელებს მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამებს. 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - პრობაციის ეროვნული სააგენტოს მთავარი მიზანია მსჯავრდებულთა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულ პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და ბავშვთა და ახალგზრდობის განვითარების ფონდი ახორციელებს პროგრამებს, რომლიც ხელს უწყობს ახალგაზრდების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებით საზოგადოებაში დამკვიდრებას.

თბილისის მერია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს შრომის ბაზარზე შშმ პირთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს. შესაბამისად, ყველა ამ პროგრამის განხორციელების, მტკიცებულებაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და სამომავლო საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას. 

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენს მოწყვლადი ჯგუფების საკითხებზე მომუშავე ყველა მხარე აქტიურად ჩაერთოს ერთიან დიალოგში და წარმოადგინოს მოსაზრებები მიმდინარე პროცესების უფრო ეფექტიანად წარმართვისათვის. შეხვედრაზე განხილული და შეჯერებული იქნება მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მოდელები, რის შემდეგაც დაიწყება მათი პილოტირება. სამუშაო შეხვედრის ფორმატია პარალელური სესიები და მცირე (თემატური) სამუშაო ჯგუფები.

 
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930