სიახლეები

21 მარტი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა

19 მარტი, 2015

21 მარტს მთელი მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვა და სხვა ღონისძიებები იმართება მათ შორის საქართველოში.

რატომ 21 მარტი?რამდენადაც, დაუნის სინდრომი ეწოდა მდგომარეობას (დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი), რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ეწყვილის ტრისომია ეწოდება, შესაბამისად თარიღი - 21 მარტია რის შერჩეული 21-ექრომოსომის, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მე-3 თვე ტრისომიული მოვლენის სიმბოლოდ. 

რატომ ჭრელი წინდები? 21 მარტის დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოში დაუნის სინდრომის შესახებ კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, ნებისმიერი ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა, გადაიღოს ფოტო ჭრელი წინდებით. რამდენადაც წინდა ქრომოსომის ფორმას გვაგონებს სიმბოლურად. კამპანიის მიზანია, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება დადაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საჭიროებების შესახებ სახელმწიფოს მხარდაჭერის მოპოვება.

კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” დისკუსია გაიმართა თემაზე - “მითი და რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ”.დისკუსიას მოდერაციას უწევდა ფსიქოლოგი, თამარ ისაკაძე, მისი თქმით დისკუსიის მიზანია საზოგადოების აქტიურობის გაზრდა და მსჯელობის ინიცირება იმ საკითხებზე, თუ რა სახის გამოწვევების წინაშე დგას დაუნის სინდრომისმ ქონე ბავშვი, მისი ოჯახი და საზოგადოება; რა იცის საზოგადოებამ, რა გავრცელებული მითები შეინიშნება და როგორია რეალობა; დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეების ინტეგრაციას ასწავლო პროცესში; რა არის შესაცვლელი, როგორ შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა.დისკუსიის ფორმატი გულისხმობდა დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული 12 მითის შესახებ მსჯელობას საქართველოში არსებულ რეალურ მდგომარეობასთან მიმართებაში, რის გამოც მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური განათლების სფეროზე. 

დისკუსიისპროცესშიმოხსენებითგამოვიდნენ: 

Ø ლია ტაბატაძე, ორგანიზაცია „ჩვენი ბავშვები“, პროექტის მენეჯერი

Ø ეკატერინე დგებუაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი

Ø მაია ბუჩუკური, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

Ø ირინა ობოლაძე, სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

Ø ნათია კოპაძე, ჟურნალისტი

 
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930