სიახლეები

სსსმ სტუდენტები შესაბამის ადაპტირებულ გარემოში სწავლობენ

1 თებერვალი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ სასწავლებელ ,,მერმისს“ ეწვია, სადაც 42 სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირი სწავლობს. ვიზიტის მიზანი იყო სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება და იმ სერვისების მონახულება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერები სსამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროფესიულ სასწავლებლებში.საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა 2013 წლიდან დაიწყო და 16 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 203 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ინტელექტუალური, სენსორული, ფიზიკური, ქცევისა და ემოციური დარღევებით) 32 სხვა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამას ეუფლება.საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ 2013 წლიდან ჩართულია პროექტში „ინკლუზიური განათლების დანერგვ ასაქართველოს პროფესიული განათლების და გადამზადების სისტემაში“, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში და ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას. 2013 წლის საშემოდგომო მიღებაზე კოლეჯში „მერმისი“ 16 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი 9 საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა. მათგან 5 სტუდენტი იყო სმენა დაქვეითებული. ამ პერიოდისთვის კოლეჯი ადაპტირებული იყო მხოლოდ პანდუსით. 2014 წლიდან დაიწყო კოლეჯის ადაპტირებ აუნივერსალური დიზაინის შესაბამისად. გაკეთდა თანამედროვე სტანდარტების ლიფტი და მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილები, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სსსმ სტუდენტების რაოდენობა, კერძოდ, 2014 წლის საშემოდგომო მიღებაზე 42 სტუდენტი 14 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა. მათგან 12 სტუდენტი სმენა დაქვეითებულია, ორი ტოტალური უსინათლო, ხოლო ერთი ეტლით მოსარგებლე. აღსანიშნავია, რომ მზარეულის სპეციალობაზე 10 სსსმ სტუდენტია ჩარიცხული. მომავალში გათვალისწინებულია დამატებითი ადაპტირების განხორციელება ეზოსა და შენობაში უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით, რათა გარემო კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს უსინათლო, ყრუ და სხვა გამოწვევისმ ქონე სტუდენტებისათვის.სსსმ სტუდენტების სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის მოწვეულნი არიან: ჟესტური ენის თარჯიმნები; სივრცითი ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს უსინათლო სტუდენტისთვის გზის და სწავლას და მომზადებას დამოუკიდებელი მგზავრობისათვის; ასევე, სპეციალური ასისტენტი-მძღოლი ეტლით მოსარგებლე სტუდენტისათვის. შეძენილ იქნა აუდიო ჩამწერები უსინათლო სტუდენტებისათვის და მოწვეული იქნა სპეციალისტი, რომელმაც უზრუნველყო კოლეჯის კუთვნილ კომპიუტერებზე (ასევე, სტუდენტთა პირად ლეპტოპებზე) ხმოვანი პროგრამის ჩაწერა.კოლეჯშიშექმნილია ინკლუზიური პროფესიული განათლებისათვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო, რომელშიც ჩართულია ორი ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ერთი სსსმ პირის ასისტენტი. სტუდენტთათვის კეთილ განწყობილია სოციალური გარემო, ისინი უზრუნველყოფილნი არიან მათთვის საჭირო სასწავლო რესურსებით.კოლეჯშიპ როფესიული განათლების მიწოდება ხორციელდება პროფესიული მასწავლებლების მიერ, რომლებიც გადამზადებულნი არიან ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით და გავლილი აქვთ სხვა და სხვა სახის ტრენინგი. ისინი პროფესიულ განათლებას აწვდიან სტუდენტებს ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროების შესაბამისად. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი როგორც კოლეჯის, ასევე განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.პერიოდულად ხდება როგორც მასწავლებლების, ასევე ადმინისტრაციის გადამზადება-დატრენინგება. 2014 წლის 9 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ნორვეგიის განათლების და კვლევის სამინისტროს მეთოდოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა დ ამეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს შორის მიმდინარე პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ფარგლებში, განხორციელდა ამუშაო ვიზიტი ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოში, სადაც იმყოფებოდნენ კოლეჯის დირექტორი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და სსსმ პირის ასისტენტი.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930