სიახლეები

პროექტები ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით

18 დეკემბერი, 2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებით წარმოდგენილ საკონსულტაციო საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრის მიზანია 2014 წელს ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაცნობა. პრეზენტაციები გაიმართა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე (სსსმ) აპლიკანტთა პროფესიულ განათლებაში ჩარიცხვის ახალი მექანიზმის საფუძვლად, 2014 წელს 16 სხვა და სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 31 განსხვავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა სსსმ 109 პირი. აქედან 68 ინტელექტუალური შეზღუდვით და სწავლის სიძნელეებით, 21 სმენის შეზღუდვით, 14 მხედველობის შეზღუდვითდა 5 ფიზიკური შეზღუდვით.პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც აისახება საქართველოს კანონში პროფესიული განათლების შესახებ და შექმნის ლეგიტიმურ პლატფორმას ინკლუზიურიპროფესიული განათლებისთვის;პროფესიულ განათლებაში აკადემიური ჟესტური ენის განვითარების მიზნით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: ნორვეგიელი პარტნიორების ხელშეწყობით შეიქმნა ქართული ჟესტური ენის ელექტრონული გვერდი, რომელზეც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული ლექსიკა და ტერმინოლოგია განთავსება; რამდენიმე შეხვედრა გაიმართა სფეროს ნორვეგიელ ექსპერტებთან; მომზადდა სატენდერო წინადადება და გამოვლინდა გამარჯვებული ორგანიზაცია, რომელიც განათლებისა დამეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით განახორციელებს ქართული ჟესტური ენის განვითარების აქტივობებს;ჩატარდა კვლევა „ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში“; მომზადდა და ამჟამად მიმდინარეობ სსსსმ და შშმ პირთ ადასაქმების მიმართ დამსაქმებლების დამოკიდებულებების კვლევა, რაც ინკლუზიური პროფესიული განათლების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს უფრო მიზან მიმართულსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულს გახდის; ასევე, მიმდინარეობს კვლევა მოწყვლადი ჯგუფებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშრებით.ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა და გამოიცა რამდენიმე პუბლიკაცია: „შეფასება სწავლისათვის ინკლუზიურ სკოლებში“, „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ 2013 წლის ანგარიში, „ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში;“გაგრძელდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ და შშმ სტუდენტებისთვის დამხმარე სპეციალისტებისა და ჟესტური ენის თარჯიმნების დანიშვნის პროცესი;პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის გარე მექანიზმის გაძლიერების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდს დაემატა 5 წევრი, რომელიცპ როფესიულ სასწავლებლებში სსსმ სტუდენტების განათლების პროცესის მონიტორინგსა დამ ხარდაჭერას ახორციელებს;მომზადდა საფუძველიიან ვრის თვიდან მხედველობის პრობლემების მქონე სტუდენტებისთვის მობილობისა და ორიენტაციის ტრენინგების ჩასატარებლად და ეტლით მოსარგებლე პირების პროფესიულ სასწავლებლებში ტრანსპორტირებისას პერსონალური ასისტენტით უზრუნველსაყოფად;ჩატარდა სამუშაო შეხვედრები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციასთან, რაც ძირითადად ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიულ დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების ადმინისტრირების გაძლიერებას ისახავს მიზნად;საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩატარდა სასწავლო ტური ნორვეგიაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და ასისტენტებისთვის;საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილების (2014 წლის 6 იანვარი) და უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით, დაიწყო მუშაობა და 2015 წლის იანვრისთვეში დასრულდება რეკონსტრუქციული პროექტები 5 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის; სსსმ და შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში გაიმართა ორ დღიანი საერთაშორისოკ ონფერენცია; ამასთანავე, სსსმ პირების დასაქმების საკითხის პოპულარიზაციის მიზნით ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა დამსაქმებლებთან;მომზადდა საინფორმაციო ბროშურა დამსაქმებელთათვის, რომელიც სსსმ და შშმპირების დასაქმების შესახებ დამსაქმებლის ცნობიერების გაზრდას ისახავს მიზნად.სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930