საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეთა სწავლება

2014 წელს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორენდუმის ფარგლებში შემუშავდა მოდული „აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეთა სწავლების ძირითადი პრინციპები“. მოდული განკუთვნილია სკოლის მასწავლებლების, ფსიქოლოგებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის, რომლებიც ასწავლიან მოსწავლეებს აუტიზმის სპექტრის აშლილობით. მოდული ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკის ბაზაზე და თეორიულ ცოდნასთან ერთად მონაწილეებს აძლევს კლინიკაში, ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას. მოდულის ხანგრძლივობა შეადგენს 44 საათს, გრძელდება 10 დღე და ტარდება კლინიკის გამოცდილი სპეციალისტების მიერ.

 
დეკემბერი 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
1112131415
16
17
18192021222324
25262728293031