2014 წელს ცენტრმა შეიმუშავა და ჩაატარა 2 მოდული მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების ხელშეწყობისთვის: 1. ბრაილის სისტემა და მისი სწავლების მეთოდიკა, რომელიც ასწავლის უსინათლო მოსწავლეების მასწავლებლებს როგორც ბრაილით წერა-კითხვას, ასევე ბრაილის სწავლების მეთოდიკეს უსინათლო მოსწავლეებისთვის და 2. მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლება - გარემოს ადაპტირებას და დამხმარე და გამაძლიერებელი აღჭურივილობების გამოყენებას მცირემხედველი მოსწავლეების სწავლებისთვის. მოდულები განკუთვნილია სპეციალური და საჯარო სკლების მასწავლებლების, ფსიქოლოგების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის, რომლებიც ასწავლიან მცირემხედველ და უსინათლო მოსწავლეებს.