საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

სპეციალური მასწავლებლის ტრენინგი

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი

 

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 2013 წლიდან, სკოლებში, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, ინტენსიურად საქმდებიან ინკლუზიური განათლების სპეციალისტები. შესაბამისი სპეციალისტის არსებობა სკოლაში აუცილებელი პირობაა ინკლუზიური განათლების პროცესის სწორად და ხარისხიანად წარმართვისთვის. თუმცა ფაქტია, დღეს საქართველოში ძალიან ცოტაა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალური პედაგოგი.

სკოლებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მხარდაჭერისთვის  მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა და სპეციალურ პედაგოგებს, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებსა და ფსიქოლოგებს 2012 წლიდან სთავაზობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალ კურსს.

 კურსი შეესაბამება სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ზოგადი ნაწილის მინიმალურ ბაზისურ მოთხოვნებს. იგი შედგება ექვსი ურთიერთდაკავშირებული ტრენინგ-მოდულისგან:

  1. ბავშის განვითარება და განვითარების დარღვევები
  2. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის პედაგოგიური შეფასება
  3. განვითარება და სწავლების თეორიები
  4. სწავლების სტრატეგიები, საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და სასწავლო მასალის ადაპტაცია
  5. რთული ქცევის მართვა
  6. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა   

    თითოეულის მოდულის ხანგრძლივობა არის 20 საათი და წარმოადგენს პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობების ნაკრებს. კურსის საერთო ხანგრძილობა შეადგენს  ტრენინგების 120 საათს,  ტრენერთან ინდივიდუალური შეხვედრების (კოსნულტაციების) 2 საათს თითოეული მოანწილისთვის და დამოუკიდებელი მუშაობის 126 საათს, სადაც 80 საათი დავალებების შესრულებას ეთმობა, ხოლო 46 საათი სავალდებულო  საკითხავ ლიტერატურას 1060 გვერდის ოდენობით.

    კურსის განმავლობაში მონაწილეები ასრულებენ 4 პრაქტიკულ დავალებას: 1. „ მოსწავლის შეფასება“; 2. „ ქცევის მართვის გეგმის შემუშავება“. 3.“ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება“. 4. „ გაკვეთილის დაგეგმვა“. თითოეული დავალება ფასდება ქულებით.

    კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები წერენ ტესტირებას. საბოლოოდ ჯამდება ტესტირების და დავალებების ქულები. მინიმალური ზღარის გადალახვის შემთხვევაში მონაწილე იღებს სერტიფიკატს. თუ მონაწილემ ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი, ის იღებს კურსის გავლის დამადასტურებელ ცნობას. სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა კურსის მონაწილეებზე, ადასტურებს მონაწილის მიერ კურსის წარმატებით დაძლევას  და არ წარმოადგენს სპეციალური მასწავლებლობის უფლების მიმნიჭებელ დოკუმენტს.

    მოდულებს შორის არის გარკვეული შუალედები, რომელსაც მონაწილეები იყენებენ საკითხავი მასალის დამუშავებისა და დავალებების შესრულებისთვის. აქედან გამომდინარე კურსი შეიძლება გაგრძელდეს 8- 10 კვირა.

    2014 წელს კურსი გაიარა 300 ამდე სპეციალისტმა, მოცემულ ეტაპზე კურსი ტარდება თბილისში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში.

    დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც არ არიან ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, მაგრამ სურთ კურსის გავლა, ტარდება ფასიანი ჯგუფები. ფასიან ჯგუფში დარეგისტრირება შესალებელია ელექტრონულად www.tpdc.ge -მასწავლებლის სახლის ელექტრონულ 
 
აგვისტო 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516171819
20
21222324252627
28293031