საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

ჟესტური ენის ტრენინგები

ჟესტური ენის კურსები - დაგეგმილია და 2015 წლის შემოდგომიდან ჩატარდება ჟესტური ენის კურსები 4 სამიზნე ჯგუფისთვის: ყრუ მოსწავლეები და სტუდენტები; ჟესტური ენის თარჯიმნები, ყრუ ბავშების მშობლები და ყრუ ბავშების მასწავლებლები. მოცემულ ეტაპზე შემუშავდება ტრენინგ მოდული ჟესტური ენის პირველი (ელემენტარული) დონისთვის.  მოდულის პილოტირების შემდეგ ტრენინგების გავლა შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც ასწავლის სმენა დაქვეითებულ მოსწავლეს, არის ყრუ მოსწავლის მშობელი ან უნდა ჟესტური ენის თარჯიმნობა. ჟესტური ენის კურსები, ბუნებრივია, ხელმისაწვდომი იქნება ყრუ ბავშვებისა და სტუდენტებისთვის. გარდა ჟესტური ენის კურსებისა დაწყებითი კლასების სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა მასწავლებლებისთვის ჩატარდება სპეციფიური მოდული სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების პრინციპებისა და სტრატეგიების შესახებ.

 
მაისი 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
293031