საიტი ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში

ზოგადი ნაწილი

 

ინკლუზიური განათლების მიმართულებით აქტივობების განხორციელება ცენტრმა დაიწყო 2009 წლიდან.

2009-10 წლებში ცენტრმა დაიქირავა ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და შეიმუშავა სპეციალური მასწავლებლის სტანდარტი, ასევე კოორდინაცია გაუწია ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას და სახალხო დამცველის აპარატსა და განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს შორის თნამშრომლობას.

2011 წელს ცენტრმა მოიპოვა დაფინანსება და შეიმუშავა სპეციალური პროფილის მქონე სკოლების პროექტი (ნაწილი დაფინანსდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ნაწილი ფონდი USAID - ის მიერ ორგანიზაცია “Save the children” მხარდაჭერით). პროექტის ფარგლებში მომზადდა ყველა სპეციალური პროფილის მქონე სკოლის თითქმის ყველა მასწავლებელი, რომლებმაც 8 დღის განმავლობაში გაიარეს 40 საათიანი ტრენინგ მოდული ინკლუზიური და სპეციალური განათლების საკითხებზე. და 30 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები (დაწვრილებითი ინფორმაცია 2011 წლის  იხ. 2011 წლის ანგარიშში).

2012-14 წლებში შეიქმნა ინკლუზიური და სპეციალური განათლების განვითრების ხელშეწყობის პროგრამა (2012-13 წლის პროგრამები იხ. დანართის სახით 2014 წლიდან კი ცენტრის ელექტრონულ მისამართზე www.tpdc.ge).

2015 წლიდან პროგრამა გაუქმდა და ტრნინგების კომპონენტი განსახორციელებლად გადავიდა ცენტრის სტრუქტურილ ერთეულში -რეგიონული კოორდინაციის სამსახური.

2016 წლიდან კი სტანდარტების დანერგვისა და განვითრების სამსაუხრში ამოქმედდა ინკლუზიური განათლების ქვეპროგრამა (იხ. ცენტირს 2016 წლის პროგრამები).

2015-16 წლებში ცენტრმა ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით განახორციელა პროექტი“ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში (იხ. ნორვეგიული პროექტის ანაგარიში).

აგვისტო 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516171819
20
21222324252627
28293031